Wednesday, July 2, 2014

დიალექტები

პროექტის სახელწოდება:   დიალექტები

პროექტის მთავარი  იდეა(თემა)1-2 წინადადებით: დიალექტების მოძიება საქართველოს ტერიტორიაზე მათი წარმოშობის ისტორია და მისი გამოყენება.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან ამა თუ იმ დიალექტს და მასზე მოსაუბრე ადამიანებს, ჩაინიშნავენ  განსხვავებულ  დიალექტურ სიტყვებს, ახსნიან მას, ისაუბრებენ დიალექტური სიტყვის ისტორიასა და გეოგრაფიულ  მდებარეობაზე.

პროექტის მიზნები:კვლევისა და ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება, დიალექტური სიტყვების შედარებისა და სტრუქტურის ამიცნობის უნარ-ჩვევების განვითარება,კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება,   შემოქმედებითი უნარჩვევების განვითარება.

მონაწილეთა ასაკი:15-16 წლის.

ვადები და ხანგრძლივობა : 3-თვე.

მოსალოდნელი შედეგები:ქართ. X . 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა დაშესაბამისად გამოყენება. ქართ.X.14.მოსწავლეს შეუძლია ჩანაწერების  გაკეთება. ქართ.X.15.მოსწავლეს შეუძლია დაწეროს გამოხმაურება ამა თუ იმ დიალექტურ სიტყვებზე.ქართ.X.16.მოსწავლეს შეუძლია წერის სტრადეგიის გამოყენება, ორგანიზება.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ტრანსპორტი,ფოტო-აპარატი, კოპიუტერი,დღიური, კალამი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეები ჯგუფებად არიან  დაყოფილი,  თითო ჯგუფში 5-5 მოსწავლეა. დავალება განაწილებული აქვთ კუთხეების მიხედვით. ჯგუფი მიემგზავრება ადგილზე და ასრულებს თავის დავალებას; გაიცნობს ადგილობრივ მოსახლეობას, მათ ადათ-წესებს, ყურადღებას აქცევს  მეტყველებას და იმ კილო-კავებს, რომელსაც ისინი იყენებენ. ინიშნავს გაუგებარ სიტყვებს და უკეთებს ახსნა -განმარტებას. აკეთებს ფოტო-გადაღებებს.ქმნის საკუთარ ბლოგს და აქვეყნებს.

საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ვინაიდან საუბარია ამა თუ იმ სიტყვის წარმომავლობაზე,მდებარეობაზე  იქმნება ქართულ-ისტორიულ-გეოგრაფიული სამკუთხედი.
პროექტის ხელმძღვანელი მ. გრიგალაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: shamatava. manono@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: http://shamatavamanoni.blogspot.com/




No comments:

Post a Comment